fbpx
ჯანმრთელობა

48 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 743-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის მაჩვენებელია.

საერთო ჯამში ქვეყანაში ოფიციალურად ვირუსით დაავადებული 743 ადამიანია.

ამასთანავე, დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, რამაც გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაზარდა.

ოფიციალური ცნობით, საავადმყოფოში მოთავსებულია 134 პაციენტი, რომელთაგან 45 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ