fbpx
ჯანმრთელობა

მოულოდნელი ცვლილებები: ნახეთ ინფიცირების რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება საბერძნეთში?!

სოტირის ციოდრასის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ვითარება მოულოდნელად შეიცვალა, მაგრამ სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია.

როგორც ირკვევა, კრანიდის ლტოლვილთა დასახლებაში კორონავირუსით ინფიცირებული 150 ადამიანი გამოვლინდა, ხოლო საერთო ჯამში დღეს ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

რას ნიშნავს ეს?!

ეს ნიშნავს, რომ დღეისთვის კრანიდის დასახლების გარდა, მთელ საბერძნეთში მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ეს უკიდურესად დადებითი მაჩვენებელია, რაც შეეხება კრანიდის ლტოლვილთა დასახლებას, ეს ადგილი აბსოლუტურ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეებს აღარ ქმნის და სიტუაციის მაქსიმალური გაკონტროლება მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ 150 ინფიცირებულიდან სიმპტომები არავის აღენიშნება.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 2.401 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 121 ადამიანი, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე 59 პაციენტი რჩება.

 

 

onalem

ტესტ