fbpx
საზოგადოება

სამწუხარო ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა 35 წლის მამაკაცი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო

საბერძნეთი შეძრა 35 წლის მამაკაცის გარდაცვალებამ, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და ამავე დროს, არ აღენიშნებოდა არანაირი თანმდევი დაავადება. სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

როგორც მისი ახლო ნათესავი Protothema.gr-თან საუბრისას ამბობს, მამაკაცს მაღალი ტემპერატურა პირველად 11 აპრილს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეს და გამოწერილი მედიკამენტების მიღების მიუხედავად, შედეგი მომდევნო დღეების მანძილზე არ ჰქონია: “შემდეგ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავიდან ორივე ტესტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე გაუკეთდა, უარყოფითი ამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. 

როგორც ცნობილი გახდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი უკვე გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ყველა შოკში ვართ, რადგან ძალიან კარგად იყო, ვესაუბრებოდით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და სწორედ ეს არის წარმოუდგენელი.”

ახალგაზრდა მამაკაცი მუსულმანი ბერძენია და რამდენიმე თვის შვილი დარჩა. ის თესალონიკის, “აგიოს დიმიტრიოს” საავადმყოფოში 15 აპრილს მოათავსეს და საბოლოოდ კორონავირუსმა იმსხვერპლა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 119-ს უდრის.

onalem

ტესტ