fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი სიახლე საბერძნეთში: ტურისტები მხოლოდ “ჯანმრთელობის პასპორტით” ჩამოვლენ

როგორც ჩანს, საბერძნეთს წლევანდელი წლის “გადაგორება” სამითვიანი ტურისტული სეზონით მოუწევს – ამის შესახებ ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარისი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრობს.

“წელს ივლისი, აგვისტო და სექტემბერი აიღებენ თავის თავზე იმ ტვირთს, რასაც ჰქვია ტურისტული ბიუჯეტის შევსება, შეძლებისდაგვარად. ასევე შესაძლებელია, რომ ტურისტული სეზონი გახანგრძლივდეს ოქტომბერსა და ნოემბრამდე,” აცხადებს თეოხარისი.

მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ის, რომ ქვეყანაში ტურისტების შესვლა-გასვლა მოხდეს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. სწორედ ამიტომ შემუშავდა “ჯანმრთელობის პასპორტის” იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ საბერძნეთში მომავალმა ტურისტმა უნდა წარადგინოს საკუთარ ქვეყანაში გაკეთებული ტესტი და შემდეგ შემოვიდეს საბერძნეთში.

თეოხარისმა განმარტა, რომ ევროკავშირთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ ეს იდეა მოქმედებაში მოვიდეს, ევროკავშირის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ წარადგინოს გაკეთებული ტესტის პასუხი. მაგალითად, თუ გერმანიის მოქალაქეს საბერძნეთში შემოსვლა მოესურვება, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთოს გერმანიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა გამომგზავრების უფლება.

ამ ეტაპზე საუბარია სწორედ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან წინასწარი პროგნოზებით, ევროპის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების საბერძნეთში შემოსვლა არ არის მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდება კორონავირუსის თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ