fbpx
საბერძნეთი

დატბორვის მძიმე შედეგები – ქუჩები თევზებისთვის ბუნებრივ გარემოდ იქცა, წყალში იპოვეს 2,5 მეტრიანი გველიც

სულ რამდენიმე კვირის წინ თესალიის მოსახლეობა ვერ წარმოიდგენდა, რომ ქუჩებში, გზებსა და ტროტუარებზე, რომლებიც წესით მანქანებისა და ქვეითებისთვის არის გამოყოფილი, თევზები იცურავებდნენ ისე, თითქოს, ეს მათი ბუნებრივი გარემო იყოს.

ლარისას ტერიტორიიდან ვრცელდება კადრები, თუ როგორ დაცურავენ თევზები ტროტუარზე, საუბარია როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის თევზებზე. ვიდეო გადღებულია იანულიდან, სადაც წყალდიდობამ ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია.

ამას გარდა, როგორც მედია იუწყება, პალამას ტერიტორიაზე გუშინ დააფიქსირეს გველი, რომელიც წყლიდან გამოვიდა და მისი სიგრძე 2,5 მეტრს აღწევდა. საბედნოეროდ, ეს გველი შხამიანი არ არის.

onalem

ტესტ