fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ოპტიმისტური სიახლეები იტალიიდან და ჩინეთიდან – რას ამბობს სოტირის ციოდრასი?!

დღეს სოტირის ციოდრასმა გამოაცხადა როგორც საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების, ასევე იმ ოპტიმისტური სიახლეების შესახებ, რომელიც იტალიიდან და ჩინეთიდან მოდის.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ 48 ახალი ინფიცირებული, რომელთაგან 21 ესპანეთიდან დაბრუნებული ბერძენია.

“არსებობს ოპტიმისტური სიახლეები. საბერძნეთში დაფიქსირებული რიცხვები პროპორციულად ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. რაც უფრო ერთგული ვიქნებით მიღებული ზომების, მით უკეთესად იქნება ყველაფერი ჩვენთვის, ყველასთვის. 

მიყოლებით ორი დღის მანძილზე მეზობელ იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი შედარებით იკლებს. ხოლო ქვეყანაში, სადაც ეპიდემიამ პირველად იფეთქა (ჩინეთი), ჰუბეის პროვინციაში ხვალიდან მკაცრი ზომები იხსნება. როგორც ხედავთ, დიდი მნიშვნელობა და გავლენა იქონია ზომების მოქმედების ხანგრძლივობას.”

onalem

ტესტ