fbpx
საბერძნეთი

ბერძენი გემთმფლობელები რუსეთ-უკრაინის ომში “ერთვებიან”- ნახეთ დეტალები

მადრიდში ნატოს სამიტის გამართვის შემდეგ გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და ბერძენი გემთმფლობელები, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში “ერთვებიან”, უკრაინის მხარეს. ცხადია, ირიბი გაგებით.

რაზეა საუბარი?

საბერძნეთი მზად არის, რომ უკრაინას შესთავაზოს გემები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ბლოკადაში არიან მოქცეულები და საქონლის გატანა ვერ ხორციელდება.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს ხელი სამშაბათს მოეწერება.

რუსეთი და უკრაინა ხორბლის პირველი და მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორები არიან მსოფლიოში, შესაბამისად მათზე მსოფლიო გაყიდვების 20% და 10% მოდის. რუსეთის შეჭრამ დახურა აზოვისა და შავი ზღვის პორტები, რამაც გამოიწვია ექსპორტის შეფერხება და კრიზისი. ბერძნები ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის და ფაქტობრივად, დანარჩენი ქვეყნების დახმარებას შეეცდებიან.

onalem

ტესტ