fbpx
საბერძნეთი

“დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს პირბადის ტარების ვალდებულება” – ექსპერტთა შეშფოთება საბერძნეთში

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და იუწყება, რომ მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ომიკრონის შტამი და მისი ქვევარიანტები დომინირებს და არ შეინიშნება გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე.

ათანასიოს ექსადაკტილო აცხადებს, რომ აუცილებელია დაბრუნდეს პირბადეების ტარების ვალდებულება და ფაქტობრივად, ფიქრობს, რომ აქამდეც უნდა დაბრუნებულიყო უსაფრთხოების ეს ზომა.

რაც შეეხება ვაქცინის მე-4 დოზას, პროფესორის განცხადებით, ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, 35-დან 40 წლამდე, რომელთაც არ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ ვაქცინის მე-4 დოზა გაიკეთონ, ვინაიდან ზოგი მათგანი აცრილია 3 დოზით და შემდეგ დაინფიცირდნენ კიდეც, რაც უკვე უდრის 4 დოზას, ანტისხეულების გამომუშავების თვალსაზრისით.

“პირბადის ტარების ვალდებულება უკვე უნდა აღდგენილიყო, ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ძლიერდება კოვიდის ტალღა და ის კიდევ უფრო გადიდდება მომდევნო პერიოდში. 

რაც შეეხება ვაქცინაციას მოწყვლად ჯგუფებში, მათთვის აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის მიღება, თუმცა 30-დან 60 წლამდე პირების შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, მათი ოჯახის ექიმთან,” აცხადებს ექსადაკტილო.

ექსპერტთა საბჭო იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოების ზომები დაიცვას და არ მიაქციოს ყურადღება იმას, ავალდებულებს თუ არა კანონი რაიმეს.

onalem

ტესტ