fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას კვლავ მაღალი ტემპერატურა საბერძნეთში – რამდენ გრადუსამდე გათბება ჰაერი?!

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, საბერძნეთში კვლავ ცხელი უქმეები გველის. შაბათ-კვირას ჰაერი 37-38 გრადუსამდე გათბება და თამამად შეგვიძლია სანაპიროებს მივაშუროთ.

ფაქტობრივად, ცხელი ამინდია მოსალოდნელი საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე, მხოლოდ ეგეოსის ზღვაზე გაძლიერდება ქარი, ბუფორტის სკალით 7-8 ბალამდე.

ათენში დღესაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 32-დან 35 გრადუსამდე აიწევს, ხვალ კი 37 გრადუსამდე.

თესალონიკს რაც შეეხება, სინოპტიკოსები დღესაც და ხვალაც მაქსიმუმ 33 გრადუსს პროგნოზირებენ.

onalem

ტესტ