fbpx
საბერძნეთი

როდის იწყება საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები და რომელ კვირა დღეს იქნება ღია მაღაზიები?

საბერძნეთში ყველა მოუთმენლად ელოდება ზამთრის გრანდიოზულ ფასდაკლებებს, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც შუასეზონური ფასდაკლებები გაუქმდა.

ქვეყანაში ზამთრის დიდი ფასდაკლებები დაიწყება 8 იანვრიდან და მოქმედებაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით. ამასთან ერთად, ცხადია, მაღაზიები იმუშავებენ ერთ-ერთ კვირა დღესაც, ფასდაკლებების მოქმედების ფარგლებში და 2024 წელს ეს დღე 14 იანვარი იქნება.

მაღაზიები 14 იანვარს ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე,ზოგიერთი კი, 20:00 საათამდე.

მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ფასდაკლებებით სარგებლობენ, აუცილებელია, პროდუქციაზე მითითებული იყოს როგორც ახალი, ასევე ძველი ფასი, რათა გასაგები იყოს, საიდან მოხდა ფასის კლება.

 

onalem

ტესტ