fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

90 წლის ყოფილი ადვოკატის სახლიდან 2 მილიონი ევრო მოიპარეს

გუშინ გვიან ღამით კოლონაკში, ყოფილი ადვოკატის ბინიდან 2 მილიონი ევრო და ძვირფასეულობა მოიპარეს. თავდაპირველად ოფიცრებს არ სჯეროდათ, რომ ქალის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა რეალობას შეესაბამებოდა და ფიქრობდნენ, რომ ის მომხდარისგან შოკში იყო. თუმცა, მოგვიანებით მისი საბანკო ანგარიშების ისტორია გადამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ სიმართლეს ამბობდა.

“ეკონომიკურმა კრიზისმა  და გაკოტრების საფრთხემ მაიძულა თანხა ბანკიდან მთლიანად გამომეტანა და კარადაში შემენახა. ქურდებმა ფული იპოვეს და წაიღეს,” ამბობს ყოფილი ადვოკატი.

მართლაც, გამოძიება ცნობილ ქალბატონზე საუბრობს და დეტალურად აღწერს იმ კოშმარს, რომელიც მას გადახდა თავს. ქურდობა ათენის ცენტრალურ ნაწილში, ვასილისის სოფიას გამზირზე მოხდა. ქურდები მდიდრულ სახლში, შუაღამეს, სამზარეულოს დაუცველი ფანჯრიდან შეიპარნენ.

ამ დროს 90 წლის ქალი წიგნს კითხულობდა. მან ორი ნიღბიანი დაინახა, რომელთაც სწრაფად დააბეს სკამზე, დაარტყეს, ხოლო შემდეგ თანხის ძებნას შეუდგნენ. წაიღეს ყველაფერი, ფულიც და ძვირფასეულობაც, ბოლოს, რა თქმა უნდა, “ჯენტლმენურად” მიიმალნენ.

onalem

ტესტ