fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის მქონე მგზავრები ათენის აეროპორტში – 91 ადამიანი კარანტინში

ექსკლუზიური ინფორმაციით, დოჰა-ათენის რეისზე მყოფი 91 მგზავრიდან 12-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. საერთო ჯამში დღეს საბერძნეთში ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი 19-ს უდრის, საიდანაც 12 სწორედ ამ ფრენას უკავშირდება.

ინფიცირებულ მგზავრებს შორის არის: 9 პაკისტანელი, 2 ბერძენ-ავსტრალიელი და 1 ბერძენ-იაპონელი.

ოფიციალური ცნობით, კატარიდან ჩამოფრენილი 91-ივე მგზავრი კარანტინში მოთავსდება და საბერძნეთი ამ ქვეყანასთან ფრენებს 15 ივნისამდე აჩერებს.

რაც შეეხება, დანარჩენ 7 შემთხვევას, 1 ფიქსირდება თესალონიკში, 1 ათენში, 2 ეხინოსში, 2 სუფლიში და 1 ალექსანდრუპოლში.

რაც შეეხება, გარდაცვალების შემთხვევებს, საბერძნეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში არავინ დაღუპულა.

onalem

ტესტ