fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიკონოსისკენ მიმავალმა გემმა ერთ-ერთი ღუზა დაკარგა – 2 საათიანი ლოდინი 384 მგზავრისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, გემმა “Νήσος Μύκονος” ერთ-ერთი ღუზა დაკარგა, რის გამოც, პორტიდან გასვლა ვერ შეძლო.

კერძოდ, უზარმაზარი გემი კუნძულ სამოსის პორტიდან 14:15 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა, ერთი ღუზის დაკარგვის გამო, საზღვაო ხომალდმა რეისის დროულად შესრულება ვერ შეძლო.

გემი ორი საათი პორტში იდგა და 384 მგზავრი მთელი ამ დროის მანძილზე მოთმინებით ელოდა შეკეთების დასრულებას.

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მეორე ღუზა დაამაგრეს, გემი 16:15 საათზე გავიდა.

მისი დანიშნულების პუნქტები იყო: ფურნი-ევდილოსი-მიკონოსი-სიროსი-პირეა.

 

onalem

ტესტ