fbpx
საზოგადოება

ათენში გაუჩინარებული გოგონას მამა უსაბუთობისთვის დააკავეს – ის ამბობს, რომ ბავშვი კარგად არის

ტელეკომპანია STAR-ის ინფორმაციით, 2 წლის ათინას მამა, რომელსაც ბრალად ბავშვის გატაცება ედებოდა, საბერძნეთის პოლიციამ უსაბუთობის გამო დააპატიმრა. მან ბავშვი პალეო ფალიროდან წაიყვანა და მას შემდეგ დედა უშედეგოდ ეძებდა. მამაკაცი ციხიდან აცხადებს, რომ ბავშვი კარგად არის და დედისგან იმ მიზეზით წამოიყვანა, რომ ქალი მას სირიაში უკანონოდ წაყვანას უპირებდა.

“მათ პარასკევს დამაპატიმრეს. არც კი მჯერა. ჩემმა ცოლმა იცოდა ეს და ყველაფერი გააკეთა, რომ გოგონა სირიაში უკანონოდ წაეყვანა. ბავშვი ჩემს და-ძმასთან ერთად არის და ძალიან კარგადაა. ეს არ ყოფილა გატაცება,” ამბობს ის.

მამაკაცს ჰყავს ადვოკატი, რომელიც მედიასთან საუბრისას გარკვევით ამბობს, რომ საქმეში გატაცება არაფერ შუაშია და ოჯახის ბედს პროკურორი რამდენიმე ხანში გადაწყვეტს.

onalem

ტესტ