fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რომელი საათიდან აიკრძალება გადაადგილება და რა იცვლება 3 მაისიდან?!

ადონის გეორგიადისის განცხადებით, როდესაც საბერძნეთში 3 მაისიდან კაფეები და ტავერნები გაიხსნება, გადაადგილებაზე აკრძალვა 23:00 საათიდან იქნება ძალაში.

როგორც უკვე ცნობილია, ხვალიდან, 26 აპრილიდან, აღნიშნული აკრძალვა მოქმედებს 22:00 საათიდან. გარდა ამისა, მინისტრმა ისიც თქვა, რომ თუკი კაფეებსა და ტავერნებს ადამიანები ზუსტად 23:00 საათზე დატოვებენ, ისინი არ დაჯარიმდებიან. მხოლოდ მოუწოდა მოსახლეობას, რომ საცხობრებლიდან ძალიან შორს ნუ წავლენ.

“ვფიქრობ, რომ მაღაზიების მუშაობა ეფექტურად მიმდინარეობს და დაცულია უსაფრთხოების წესები. ყველაფერი ისე მიდის, როგორც გეგმაში იყო. 

ვფიქრობ, რომ 15-20 დღეში ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება, მეტად თავისუფლები ვიქნებით და პანდემიის ზეწოლა შესუსტდება,” განაცხადა გეორგიადისმა.

კაფეებისა და ტავერნების მფლობელები უკვე ამზადებენ საკუთარ დაწესებულებებს გახსნისთვის, ვინაიდან აღნიშნული ბიზნესი უკვე ნახევარი წელიწადია, რაც დაკეტილია და მათი ზარალი წარმოუდგენლად დიდია.

onalem

ტესტ