fbpx
საზოგადოება

პილოტმა ათენის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, რადგან თვითმფრინავი ირაკლიოში ვერ დასვა

180 მგზავრი, რომელიც კრეტაზე, ირაკლიოში მიფრინავდა, ჯერ კიდევ ათენში რჩება და არ იციან, თუ როდის ჩააღწევენ თავიანთ დანიშნულების ადგილას. დაგეგმილი ფრენა, რომლის მიხედვითაც გერმანიიდან, კერძოდ, მიუნხენიდან მომავალი თვითმფრინავი, ირაკლიოში 18:30 საათზე უნდა დამჯდარიყო, ვერ შესრულდა. პილოტმა ზუსტად სამჯერ სცადა ხომალდის ხმელეთზე დასმა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ რისკს შეიცავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟი, აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობის გამო, ვეღარაფერს ხედავდა და პილოტმა ათენის საერთაშორისო აეროპორტისგან ავარიული დაჯდომის უფლება მოითხოვა. ცხადია, ნებართვის აღების შემდეგ, კურსი შეიცვალა და ხომალდი 1 საათში ათენში დაჯდა.

მგზავრები ამ დრომდე ათენში რჩებიან და მათი ღამით სასტუმროში გაჩერების ხარჯები ავიაკომპანია Lufthansa-მ დაფარა.

გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრების რაოდენობა ძალიან დიდია (180), მათი გადაყვანა ირაკლიოში სპეციალური რეისით ვერ ხერხდება, რის გამოც მხოლოდ ერთი ვარიანტი შესთავაზეს: მათ შეუძლიათ ათენიდან ციურიხში გაფრინდნენ, ხოლო შემდეგ იქიდან ირაკლიოში.ეს კი, ცხადია, მათთვის ბევრად აბსურდულად ჟღერს.

ავიაბილეთების არ არსებობის გამო მათ ათენში ყოფნა, სავარაუდოდ, კიდევ 2-3 დღე მოუწევთ.

onalem

ტესტ