fbpx
პოზიტივისაზოგადოება

La vie en Rose – კრემები, რომლებიც მენიდში ერთი ქვაბიდან შეიქმნა და დღეს 20 მილიონიანი ბრუნვა აქვს

როდესაც დიმიტრა კაცაფადუ მენიდში, ერთ ქვაბში საკუთარი იდეით შექმნილ კრემს ზელდა, ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 5-6 წელიწადში მის კომპანიას წლიური ბრუნვა 20 მილიონი ევრო ექნებოდა და საბერძნეთსა და კვიპროსში რამდენიმე ფილიალს გახსნიდა. კაცაფადუ არის წარმატების უნიკალური მაგალითი, როდესაც ყველაფერს იწყებთ ნულიდან, მაგრამ არსებობს ძლიერი სურვილი და ვნება საკუთარი საქმის მიმართ.

“როდესაც ბუნების მაგია მასალის ფსიქოლიგიას ხვდება” – ეს არის სიტყვები და დევიზი, რომლითაც დიმიტრა ცნობილი გახდა. მან ათენის კაპოდისტრიი სახელობის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა და ცოდნა უნიკალური კოსმეტიკის შესაქმნელად გამოიყენა. კომპანია, La vie en Rose ამჟამად 53 მაღაზიას ფლობს საბერძნეთსა და კვიპროსში, წლიური ბრუნვა კი, ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს.

“პირველი კრემი, რომელიც გავყიდე, იყო ზეითუნის ზეთზე, პროპოლისსა და E ვიტამინზე დამზადებული. მაშინ არაფერს ვარეკლამებდი, მის შესახებ უბრალოდ ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა, სიტყვით და იმ დონემდე მივიდა, რომ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი კრემია ჩემს კოლექციაში,” ამბობს დიმიტრა.

კაცაფადუ საკუთარ პროდუქტებში ნატურალურ ინგრედიენტებს და მცენარეებს იყენებს, ალბათ, სწორედ ამაშია მისი წარმატების საიდუმლო.

onalem

ტესტ