fbpx
საბერძნეთი

ბერძენი 35 წლის ქალი ქმარს ხმლით გაეკიდა, რადგან თავისი მომზადებული საჭმელი დაუწუნა

ბოლო დროს ხშირად გვსმენია ოჯახური ძალადობის ინციდენტების შესახებ, თუმცა, ევიაში მომხდარი ეს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია – მსხვერპლი მამაკაცია.

როგორც ირკვევა, 35 წლის ქალი საკუთარ მეუღლეს არც მეტი, არც ნაკლები, ხმლით გაეკიდა, რადგან მამაკაცმა უკმაყოფილება გამოთქვა მის მიერ მომზადებულ საჭმელთან დაკავშირებით. შეშინებული მამაკაცი 3 წლის შვილთან ერთად სახლიდან, პირდაპირი გაგებით, გაიქცა, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა სერიოზული ჭრილობა მიეყენებინა. მეორეს მხრივ კი, უკვირდა, სად ჰქონდა ქალს აღნიშნული ხმალი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში სუვენირად არის ხოლმე გამოყენებული.

არსებული ცნობებით, მამაკაცი საღამოს მაინც დაბრუნდა სახლში, რადგან ეგონა, რომ მის მეუღლეს ბრაზი გადაუვლიდა, მაგრამ ამაოდ… საბოლოოდ, პოლიცია გამოიძახა და ქალი დააკავეს.

მას ოჯახური ძალადობა და იარაღთან დაკავშირებული დანაშაული ედება ბრალად, ასევე, მოთხოვნილია ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

onalem

ტესტ