fbpx
საბერძნეთი

ეგზოტიკა საბერძნეთის კუნძულზე: სანაპირო პალმების ქვეშ

კუნძული ნაქსოსი ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებითა და კრისტალურად სუფთა წყლით, თუმცა, ყველამ არ იცის აქ ეგზოტიკური სანაპიროს არსებობის შესახებ. სანაპიროზე სახელად, ”Panermos”, პალმის ხეები ზღვასთან ძალიან ახლოს იზრდება.

ეს ადგილი, ერთი შეხედვით, ნამდვილად რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნის სანაპიროს ჰგავს, ვიდრე საბერძნეთის ტრადიციულ გარემოს. პალმის ხეები, ოქროსფერი ქვიშა და კრისტალური წყალი –  ეს ხდის სანაპიროს სხვებისგან განსხვავებულს. პალმების ქვეშ განთავსებულია ბარი, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა სასმლით ისიამოვნოთ.

ნაქსოსი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია, რომლის სანაპიროებსაც მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. თუმცა, ”Panermos” სრულიად განსხვავებულია, დედაქალაქიდან 45 კილომეტრში, საახლოებით საათნახევრის სავალზე. სანაპირო არა მხოლოდ ეგზოტიკური, არამედ მაქსიმალურად მშვიდი ადგილია.

onalem

ტესტ