fbpx
ბუნებრივი კატასტროფებიმსოფლიოსაბერძნეთი

“თურქეთში 7,5 ბალიან მიწისძვრას ველოდებით, საბერძნეთი ასევე დაზარალდება” – შოკისმომგვრელი პროგნოზები თურქეთში

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პროგნოზებს ადგილობრივები “კოშმარულს” უწოდებენ, ხოლო ბერძენი სეისმოლოგი და პროფესორი, ეფთიმიოს ლეკასი ამ ყველაფერზე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 4-5 წელიწადში სტამბოლში 7.5 ბალიან მიწისძვრას ელოდებიან, რომელსაც გავლენა საბერძნეთზეც აუცილებლად ექნება, გამომდინარე თავისი სიძლიერიდან.

“გლობალურ სამეცნოერო საზოგადოებაში ცნობილია, რომ თურქეთში მომდევნო წლებში დაახლოებით 7 ბალიან მიწისძვრას ელოდებიან. ეს თითქმის ოფიციალური ფაქტია და ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ დაკვირვებებს ეყრდნობა.

როდესაც მიწისძვრა ხდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით ვივარაუდოთ, ის თურქეთის აღმოსავლეთით გავრცელდება, თუ მთლიანად საბერძნეთისკენ ექნება გეზი. თუკი თურქეთში 7 ბალიანი და მეტი სიძლიერის მიწისძვრა მოხდება, ცხადია, რომ საბერძნეთში ეს გამოიწვევს უძლიერეს ბიძგებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში, თუმცა, ზოგადად მთელ ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევისწავლოთ თურქეთში მოსალოდნელი მიწისძვრის ხასიათი, რათა გვიგოთ, თუ რამხელა გავლენა ექნება მას საბერძნეთზე.

უნდა აღვნიშნო, რომ თურქები მსგავსი შემთხვევების დროს ძალიან ორგანიზებულები არიან. გაოგნებულები დავრჩით.

აღმოსავლეთით მდებარე ფირფიტას ბოლო დროის მანძილზე არ გამოუწვევია რაიმე სერიოზული მიწისძვრა, ბოლოს მომხდარი ბიძგის გამო კი, იქ ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეუძლებელია საფუძვლიანად შევისწავლოთ სეისმური ფირფიტების მახასიათებლები, რომლებიც წყლის ქვეშ მდებარეობს, ” ამბობს ლეკასი.

 

onalem

ტესტ