fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის გაუარესება საბერძნეთში: როდემდე გასტანს წვიმიანი დღეები?!

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდი დღეიდან უარესდება და წვიმიანი დღეები მომდევნო კვირამდე შენარჩუნდება. მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ტემპერატურის ვარდნა რამდენიმე რეგიონში.

ამინდის ცვლილება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დაიწყება და კვირა დღის ბოლომდე მთელ ქვეყანაში გავრცელდება.

მოსალოდნელია ტემპერატურის მცირედი ვარდნა, ქარი 4-5 ბალის სიძლიერის, ხოლო ზღვის ზედაპირზე 6 ბალსაც მიაღწევს.

ატიკა

მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა შუადღის საათებში. ჰაერი 9-დან 19 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, ნალექი და ქარი აქაც შუადღის საათებიდან არის მოსალოდნელი. ტემპერატურა კი 7-დან 18 გრადუსამდე იმერყევებს.

სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის გამოსწორება ოთხშაბათიდან არის ნავარაუდევი.

onalem

ტესტ