fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში შეზღუდვები სრულად მოხსნილია – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, საბერძნეთში მოსახლეობა სრული თავისუფლებით დატკბება. იხსნება უკანასკნელი შეზღუდვაც, რომელიც პირბადეების ტარებას უკავშირდებოდა და ამიერიდან შემოდგომამდე, ღია სივრცეებშიც კი, მათი ტარება აღარ მოგვიწევს.

ცხადია, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს გამონაკლისები, რომლებიც შემდეგია:

  1. საჯარო ტრანსპორტი
  2. საავადმყოფოები
  3. მოხუცთა მოსავლელი ცენტრები.

ამ დაწესებულებებში კვლავ გვაქვს ვალდებულება ვატაროთ პირბადეები.

უკვე საკმაო ხანია, რაც ქვეყანაში აღარ მოქმედებს არც ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები და შესაბამისად არც ტესტის პასუხების წარდგენაა საჭირო. მოგზაურობაც თავისუფლად არის შესაძლებელი და საბერძნეთის საზღვარი მხოლოდ თქვენს დოკუმენტაციას ამოწმებს.

აღნიშნული თავისუფლება 15 სექტემბრამდე იქნება ძალაში, შემდეგ კი, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი აცხადებს, თავიდან განიხილება ყველა შეზღუდვა და ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს მათ აღდგენას.

onalem

ტესტ