fbpx
საზოგადოება

ქალის მიერ გამოძალული 500.000 ევრო – რას წერდა ცნობილი მწვრთნელი, ვიდრე დარბაზში გარდაცვლილს იპოვიდნენ?!

თესალონიკში ბომბივით გასკდა 50 წლის გიორგოს პანაუმის ამბავი, რომელიც საკუთარ სავარჯიშო დარბაზში გარდაცვლილი იპოვეს. ის ცნობილი მწვრთნელი იყო და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად საქმეს თვითმკვლელობის მუხლით იძიებდნენ, მაგრამ ამჟამად პოლიციას უკვე აქვს საკმარისი მასალა იმისთვის, რომ მკვლელობის მუხლიც განიხილონ.

როგორც ირკვევა, პანაუმიმ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში ახლობელს მისწერა”საეჭვო” მესიჯი, სადაც რამდენიმე ადამიანზე საუბრობს, მათ შორის ქალზე, რომელთანაც, როგორც ჩანს, რომანი ჰქონდა და უკიდურესად ენდობოდა მას. პანაუმი განმარტავს, რომ ქალმა 500.000 ევრო გამოსძალა მას და ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანა, ამას გარდა, საუბრობს კიდევ სხვა უკანონო ქმედებებზე.

ცნობილი მწვრთნელი მესიჯში აღნიშნავს კრიმინალური დაჯგუფების შესახებაც, რომელიც ბიზნესმენებს აშანტაჟებდა და ფაქტობრივად, ჩამოთვლილი აქვს მიზეზები, რომელთა გამოც ამ ქმედებამდე მივიდა, ანუ “თავი მოიკლა”.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, შეიძლებოდა თუ არა, რომ აღნიშნული მესიჯები მწვრთნელის ფეისბუქიდან გაგზავნილიყო სხვა ადამიანის მიერ, რომ საქმის გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაწყებულიყო.

onalem

ტესტ