fbpx
საზოგადოება

კორონავირუსი: მნიშვნელოვანი ცვლილებები საჯარო ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით

კორონავირუსის ეპოქაში საჯარო ტრანსპორტის გამოყენება ერთგვარ პრობლემად რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, დისტანციის დაკავება შეუძლებელია ტრანსპორტის არასაკმარისობის და მეორეს მხრივ, მგზავრების დიდი რაოდენობის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ახალი გეგმა შეიმუშავა.

კერძოდ, გაიზრდება ავტობუსებისა და ტროლეიბუსების რაოდენობა და შესაბამისად, მათი მოძრაობის სიხშირეც. უფრო ხშირად ივლის მეტროს მატარებელი და ელექტრო მატარებელი (ტრენო), ასევე ტრამვაი.

კონკრეტულად, დღეისთვის მეტროსა და ელექტრო მატარებლის მოძრაობის სიხშირე 7,5 წუთია, ხოლო მიზანია ეს დრო შემცირდეს 6 წუთამდე, პიკის საათებში, ანუ მატარებლები გამოივლის ყოველ 6 წუთში ერთხელ.

ტრამვაის მოძრაობის სიხშირეა 11 წუთი, ხოლო მიზანია ეს დრო შემცირდეს 8 წუთამდე.

რაც შეეხება, ტროლეიბუსებსა და ავტობუსებს, დღეისთვის მოძრაობს 550 მათგანი და ეს რიცხვი გაიზრდება 1.000-მდე.

ტრანსპორტის სამინისტრო მოსახლეობას აძლევს მკაცრ მითითებას, რომ აკრძალვების მოხსნის შემდეგაც, თავიდან აირიდონ არამიზნობრივი გადაადგილება და ტრანსპორტის გამოყენება.

საბერძნეთში 4 მაისის შემდგომ მოვლენების განვითარება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.

 

onalem

ტესტ