fbpx
საბერძნეთი

არაპროგნოზირებადი კორონავირუსი – საბერძნეთში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეს გაცილებით მაღალი რიცხვია, ვიდრე გუშინდელი მაჩვენებელი, როდესაც 17 შემთხვევა ფიქსირდებოდა. როგორც ჩანს, კორონავირუსი არაპროგნოზირებადია და სწორედ ამიტომ, დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ ზომების მოხსნის ეტაპობრივი გეგმა წარადგინა, რომელიც დროში გაიწელება.

საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 2.566 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს გარდაიცვალა ორი ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 138-მდე გაზარდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, საბერძნეთში 10.7 მილიონი მოსახლეა, რის ფონზეც ქვეყანა ამ დრომდე რეკორდულად დაბალი მონაცემებით მიდის, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ის, კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 40 ადამიანი, მაშინ, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში ექიმებს არჩევანის გაკეთება უწევთ, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება.

onalem

ტესტ