fbpx
საბერძნეთი

“სინამდვილეში არ ვიცით, იყო თუ არა ეს მთავარი მიწისძვრა” – ბერძენი სიესმოლოგები

სეისმოლოგიის პროფესორი, მანოლის სკორდილისი თესალონიკიდან ტელეკომპანია ERT-თან აცხადებს, რომ განმეორებით ბიძგების ძალა ამ დრომდე 4.4 ბალზე მეტი არ ფიქსირდება, თუმცა, ამავე დროს აღნიშნავს:

“ჩვენ სინამდვილეში არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს იყო მთავარი მიწისძვრა. სინამდვილეში არ ვიცით, 5.3 ბალი იყო თუ არა ყველაზე ძლიერი, რაც კი მოსალოდნელია.”

როგორც ცნობილია, სეისმოლოგები ამ დროისთვისაც აწარმოებენ დაკვირვებას და რამდენიმე ხანში გარკვეული ვარაუდების შესახებ გახდება ცნობილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მიწისძვრის სრული პროგნოზირება შეუძლებელია, ისინი მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ამავე დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“ვერავინ იტყვის, რომ ეს მთავარი მიწისძვრა იყო. მესმის, რომ ყველას ამის მოსმენა სურს, მაგრამ ეს დადასტურებით არავინ იცის,” იგივეს აცხადებს სეისმოლოგი გერასიმოს პაპადოპულოსი.

onalem

ტესტ