fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთში მოსალოდნელია მიგრაციის კიდევ ერთი კრიზისი, რომელიც თავიდან უნდა ავირიდოთ” – ნოტის მიტარაკის

საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, ნოტის მიტარაკიმ მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდებში გამართულ დისკუსიაში, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, თემა კი უკრაინის მხარდაჭერა იყო. მიტარაკიმ ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც მიღწეულია სოლიდარობის საკვანძო საკითხებში და ხაზგასმით აღნიშნა: “ჩვენ გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სოლიდარობის ფონზე განსახლების პროგრამა, ჩვენ გავაუქმეთ შიდა საზღვრები და გამოვაცხადეთ, რომ საერთაშორისო დაცვის უფლების მქონე პირებს ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილება შეეძლოთ.

აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში მიგრაციის ახალი კრიზისი დაიწყოს, მჯერა, რომ ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ ამასთანავე, უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

რუსეთის მისამართით დაწესებულ სანქციებს რაც შეეხება, შედეგებს ვიმკით, მაგრამ ვამაყობ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიცავთ ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს,” განაცხადა მიტარაკიმ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკრაინელებს, რომლებიც ომის ფონზე იძულებით წამოვიდნენ საკუთარი ქვეყნიდან, მიეცემათ 1 წლიანი ბინადრობის ნებართვა, ექნებათ უფასო წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და მუშაობის უფლება.

onalem

ტესტ