fbpx
საბერძნეთი

ზაფხულის ცხელი დღეები დაიწყო – საბერძნეთში კვირის ბოლომდე ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება

საბერძნეთში ზაფხული დადგა და წინ საკმაოდ ცხელი დღეები გველის. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსს არ ჩამოსცდება, კვირას კი კიდევ უფრო მოიმატებს.

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, მომდევნო ოთხი დღის მანძილზე დაფიქსირდება 33-34 გრადუსი, ხოლო კვირა დღეს ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება, რაც ნიშნავს, რომ უქმეები იდეალური იქნება სანაპიროებზე გასასვლელად.

ხვალისთვის მცირე მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთში, მაკედონიაში, თრაკიში, თესალიაში, თუმცა, ტემპერატურა საგრძნობლად არ დაეცემა.

onalem

ტესტ