fbpx
საბერძნეთი

ყველაფერი, რაც საბერძნეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია საბერძნეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ წესებზე, ვინაიდან დღეიდან, 1 ივნისიდან, მოიხსნა პირბადეების ტარების ვალდებულებაც დახურულ სივრცეებში.

კერძოდ, ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენებზე პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია, როგორც აეროპორტებში, ასევე თვითმფრინავის ბორტებზე, იმოქმედებს მხოლოდ მათი ტარების რეკომენდაცია, ანუ თუ ნებისმიერი ადამიანი საჭიროდ ჩათვლის, რომ უნდა ატაროს პირბადე საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ამ შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ის.

ცხადია, საზღვარზე არ მოწმდება არც ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები, არც ტესტის უარყოფითი პასუხები, ამრიგად, გათანაბრებულია აცრილთა და აუცრელთა უფლებები, მოგზაურობის თვალსაზრისით.

საქართველო-საბერძნეთს შორის ჩვეულ რეჟიმში მოქმედებს ტურისტული მიმოსვლა, რაც გულისხმობს საბერძნეთის ტერიტორიაზე 3 თვის მანძილზე დარჩენის უფლებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავიდან აირიდონ გადატვირთულობა და იზრუნონ თავდაცვაზე საკუთარი პასუხისმგებლობის ფონზე.

 

 

onalem

ტესტ