fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 19 მარტს, გამოცდები საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად – ჯამში 4,798 ადამიანი იღებს მონაწილეობას

ხვალ, 19 მარტს, საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო გამოცდას ათასობით უცხოელი ჩააბარებს. ეს ეტაპი, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსვლისთვის აუცილებელია, რომ წარმატებით ჩაბარდეს.

ახალი სისტემა საბერძნეთში 2021 წელს ამოქმედდა და ზოგადად, წელიწადში ორჯერ, შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით ტარდება. ხვალისთვის გამოცდის ჩასაბარებლად განაცხადი გააკეთა 4,798-მა უცხოელმა და ისინი განაწილდნენ 16 საგამოცდო ცენტრში: ათენში, თესალონიკში, ირაკლიოში, ხანიაში, იოანინაში, ტრიპოლში, მიტილინსა და ხალკიდიკიში. აქედან 6 არის სპეციალური ცენტრი, რომელიც განკუთვნილია 62 წელს გადაცილებულთა და შშმ პირებისთვის.

წინა წლებში გამოცდები წარმატებით 9,485-მა უცხოელმა ჩააბარა, ზოგადად კი, პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ყოველ წელს ამ მხრივ ფიქსირდება, საკმაოდ მაღალია.

კითხვა-პასუხები გამოცდების თემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://georgiabout.gr/en/trapeza-ellados/

onalem

ტესტ