fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მამაკაცმა ΔΕΗ-ს ოფისში, რიგში მდგომ ქალს 100 ევრო მოპარა და წავიდა

რას იზამდით, თუკი დაინახავდით, რომ უცნობ ადამიანს ქუჩაში ან რომელიმე მაღაზიაში თანხა დაუვარდა? 51 წლის მამაკაცმა სწორედ ასეთი შემთხვევით ისარგებლა, ფული აიღო და ტერიტორია უთქმელად დატოვა.

აგრინიოში, ΔΕΗ-ს ერთ-ერთ ოფისში, რიგში მდგომ 59 წლის ქალს 100 ევროიანი დაუვარდა. ეს კი 51 წლის მამაკაცმა შენიშნა. მან ქალს არაფერი უთხრა, თანხა მიითვისა და ადგილიდან წავიდა.

როცა ქალმა დანაკარგი გააცნობიერა, პოლიციას შეატყობინა. ოფიცრებმა პირველ რიგში შენობაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ნახეს. მამაკაცის პოვნა ადვილად მოხერხდა და ის დააპატიმრეს.

მას ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, ბრალდებულმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ