fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით

ბერძნული ოპოზიციური პარტიები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის კანცლერის, შოლცის მიერ სულ ახლახანს გახდა ცნობილი. ისინი არ იზიარებენ საბერძნეთის მთავრობის პოზიციას, კიევისთვის ომში მხარდაჭერის ამ ფორმით გამოცხადების თვალსაზრისით.

ΣΥΡΙΖΑ იუწყება, რომ აუცილებელია მთავრობამ წარმოადგინოს დეტალური განმარტება/ინფორმაცია იმ ტექნიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა და გაიგზავნება, როგორც ამას აკეთებს ყველა ევროპული ქვეყანა თავისი მოქალაქეების წინაშე და გამოხატავს მათ მიმართ პატივისცემას.

როგორც ალექსის ციპრას პარტიის წარმომადგენლობა აცხადებს, წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ ამ შეთანხმების შესახებ ბერძენი ხალხი გერმანიის კანცლერისგან იგებს და არა თავად საკუთარი პრემიერისგან, მას არცერთი სიტყვა არ უთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით თავის მოსახლეობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთიდან საბჭოური წარმოების ტექნიკა უკრაინაში გაიგზავნება, საბერძნეთი კი, ახალ გერმანულ ტექნიკას მიიღებს.

 

onalem

ტესტ