fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთმა და გერმანიამ შეთანხმება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან გააფორმა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უკრაინას საბერძნეთის ჯავშანტექნიკას მიაწვდიან. საუბარია გერმანია-ჩეხეთის მსგავს შეთანხმებაზე.

“დღეს მე ვესაუბრე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინას თავდაცვითი ტექნიკა მიეწოდება. ეს საკითხი კონკრეტულად განიხილება თავდაცვის სამინისტროების მიერ და მოკლე დროში განხორციელდება,” აცხადებს შოლცი.

ამრიგად, შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთიდან უკრაინაში გაიგზავნება 1994 წლის ტექნიკა (ΒΜΡ-1) და თავად საბერძნეთი კი, მათ სანაცვლოდ, გერმანულ ტექნიკას, Marder-ს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ BMP-1 საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო ტექნიკაა.

onalem

ტესტ