fbpx
საბერძნეთი

იმიგრანტები, რომლებიც უბილეთობის გამო კონტროლიორებს დანით დაუმუქრნენ, ყალბი საბუთების ქონისთვის დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ორი იმიგრანტი დააკავა, რომელიც ბინადრობის ყალბ ნებართვას ფლობდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი ახალგაზრდა (მათი ასაკი 25 წელია) თესალონიკის ავტობუსში ასულ კონტროლიორებს დანით დაემუქრა. კონტროლიორებმა 33 ნომერ ავტობუსში ბილეთების წარდგენა მოითხოვეს, მათ კი, დანა ამოიღეს და ყველას თვალწინ დაემუქრნენ.

როგორც მედია იუწყება, იმიგრანტები სირიის მოქალაქეები არიან. ავტობუსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა და ორივე მათგანი დააკავეს, თუმცა, სასამართლომ მოწმეების არყოფნის გამო პროცესი გადადო და გაათავისუფლეს.

მათი ამბავი აქ არ დასრულებულა, სულ მალე, გადამოწმების ფონზე დადგინდა, რომ სირიელებს ბინადრობის ყალბი ნებართვები ჰქონდათ, შესაბამისად, კვლავ დააკავეს და პროკურატურაში გადაიყვანეს, ახლა უკვე ორმაგი ბრალდებით.

onalem

ტესტ