fbpx
პოლიტიკა

ისტორიული გამოსვლა – კირიაკოს მიცოტაკი გახდა საბერძნეთის პირველი პრემიერი, რომელმაც სიტყვით მიმართა ამერიკის კონგრესს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ გუშინ ამერიკის კონგრესს სიტყვით მიმართა – ეს იყო ისტორიული ფაქტი, რადგან მიცოტაკი გახდა პირველი პრემიერი, საბერძნეთის ისტორიაში, რომელიც კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

ზოგადად, მიცოტაკის ამერიკაში ვიზიტი მიუთითებს, საბერძნეთისთვის საერთაშორისო კლიმატის შეცვლაზე. მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისისა და თავგადასავლების შემდეგ, საბერძნეთი ამერიკის სტაბილურ, ბალანსის მქონე მოკავშირედ და პარტნიორად განიხილება. მას უწოდებენ ქვეყანას, რომელიც “ფლობს რეგიონში მშვიდობისა და ენერგეტიკული სტაბილურობის გასაღებს”.

მიცოტაკიმ კონგრესზე ახსენა უკრაინის ომი, ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს სიტუაცია არაჩვეულებრივად გამოიყენა იმისთვის, რომ ამ კონტექტში ეხსენებინა თურქეთი და მისი გამოწვევები, რომლებიც უწყვეტია. მიცოტაკიმ მკაფიო მესიჯები გააგზავნა ანკარას მისამართით, მან გაიხსნება კვიპროსში შეჭრა და კუნძულის დაყოფა, აქვე დასძინა, რომ ის არ დაუშვებს, იგივე მოხდეს საბერძნეთშიც.

მიცოტაკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი მუდმივად მეგობრობის ხელს უწვდის მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ მათთან დავის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – საერთაშორისო სამართალი.

ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ მიცოტაკის გამოსვლა იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე მოუსმენიათ. საბერძნეთის პრემიერს მინიმუმ 10-ჯერ დაუკრეს ტაში დიდი ოვაციებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ მისი ეს ვიზიტი ამერიკა-საბერძნეთს შორის ურთიერთობებს უპრეცენდენტოდ გააძლიერებს.

 

onalem

ტესტ