fbpx
პოლიტიკა

“შედეგებს მოიმკით” – რუსულმა მხარემ საბერძნეთის მისამართით მუქარა არ დააყოვნა

“შედეგებს მოიმკით” – ასეთია რუსული მხარის პასუხი საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ ქვეყნიდან გააძევოს 12 რუსი დიპლომატი. როგორც ვხედავთ, აგრესიისა და მუქარის გამოხატვა, “დოპლომატიურ დონეზე”, სწრაფად მოხდა საელჩოს მხრიდან.

ამასთანავე, საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია საბერძნეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებაზე ბოლო პერიოდში.

“2022 წლის 6 აპრილს რუსეთის ელჩი საბერძნეთში, ანდრეი მასლოვი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც შეატყობინეს ათენის გადაწყვეტილების შესახებ, 12 რუსი დიპლომატის “არასასურველ პირებად” გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრივ, მკაცრად ვაპროტესტებთ ამ გაუმართლებელ და საკამათო ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება,” წერს რუსეთის საელჩო.

onalem

ტესტ