fbpx
საბერძნეთი

“ეს ძირითადი მიწისძვრა იყო, მაგრამ ეს უფრო ძლიერ მიწისძვრას არ გამორიცხავს” – ვასილის კარასტათის

როგორც უკვე ცნობილია, დღეს კიმის ტერიტორიაზე 4,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელიც საგრძნობი იყო ათენშიც, შესაბამისად, გეოლოგები და ექსპერტები განმარტებებს აკეთებენ აღნიშნულთან და მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც ვასილის კარასტათისი აცხადებს, ბუნებრივია, რომ ძირითად მიწისძვრას მოჰყვება მცირე ბიძგები და ეს დღევანდელი მიწისძვრის შემთხვევაშიც მოხდა. ასევე დასძენს, რომ 4,8 ბალიანი ბიძგი იყო ძირითადი მიწისძვრა, მაგრამ ეს ფაქტი სრულად არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, ვინაიდან რეგიონი საკმაოდ აქტიურია სეისმურად და შესაბამისად, აქვს ამის “შესაძლებლობები”, რომ უფრო ძლიერი ბიძგებიც დაფიქსირდეს მომავალში.

“ამ დროისთვის ჯერ ადრეა, რომ მოვლენები შევაფასოთ და გადაჭრით ვისაუბროთ, არსებობს დეტალები, რომლებიც გვაშფოთებს, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ მომდევნო ბიძგების განვითარების კურსს. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა და გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეული მოლოდინები შევიქმნათ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია საფრთხის არსებობის შემთხვევაში,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ