fbpx
საბერძნეთი

ბერძნულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა საქართველოში 35 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბერძნულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა, Mytilineos, საქართველოში სერიოზული ინვესტიცია განახორციელა.

Mytilineos-მა გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს ელექტროსისტემების სახელმწიფო კომპანიასთან, რომელიც მაღალი ძაბვის ქვესადგურების მშენებლობას უკავშირდება. საუბარია ელექტროსადგურების: “ოზურგეთისა” და “ლაჯანურის” მშენებლობაზე.

ეს აღნიშნული კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში. თუმცა, ჰოლდინგს დიდი წარმატებები აქვს ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული პროექტების განხორციელებაში. ხელმძღვანელობა აქცენტს აკეთებს მსგავსი ინფრასტრუქტურების დინამიურ განვითარებაზე.

ხელშეკრულება ბერძნულ და ქართულ კომპანიებს შორის მოიცავს 24 თვიან საგარანტიო პერიოდს და 35,665,000 ევროს ინვესტიციას.

მოსალოდნელია, რომ სამუშაოები 30 თვეში უნდა დასრულდეს.

 

onalem

ტესტ