fbpx
საზოგადოება

მამა დაეღუპა და ზუსტად 10 დღეში ალექსანდრაც გარდაიცვალა – ტრაგედია საბერძნეთში

ბერძნული საზოგადოება შეძრა ალექსანდრას გარდაცვალებამ, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა. ქალი მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიღუპა, ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ზუსტად 10 დღით ადრე მამაც იგივე დიაგნოზით დაკარგა.

ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი გოგონა და მეუღლე დარჩა, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მისი ერთადერთი ნუგეში სწორედ უდედოდ დარჩენილი ბავშვია, რომელიც მარტომ უნდა გაზარდოს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ არ იგრძნოს დედის დანაკლისი.

უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრას მეუღლემ, ხრიტომ, გახსნა ანგარიში, სადაც შეგროვდება თანხა კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად.

როგორც ირკვევა, ქალი კოვიდ-19-ს ორი თვის მანძილზე ებრძოდა და საბოლოოდ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

onalem

ტესტ