fbpx
საზოგადოება

“ეგონა, რომ უბრალო გრიპივით გადაიტანდა, ვცდილობდი დამერწმუნებინა, აცრილიყო” – გიორგოს ტრაგას ექიმი

გიორგოს ტრაგას კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ მისი ექიმი, ზრისტოს ზუპა საუბრობს. როგორც ის ტელეკომპანია ΕΡΤ-ზე ამბობს, ცდილობდა ჟურნალისტი დაერწმუნებინა, რომ აცრილიყო.

“მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს არ სჯეროდათ ვაქცინის. ყველა აუცრელი იყო, ძალიან ვცდილობდი მის დარწმუნებას, რომ ვაქცინა გაკეთებინა, მაგრამ სჯეროდა, რომ კორონავირუსს უბრალო გრიპივით გადაიტანდა. 

ტრაგას შემთხვევა მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. აიცერით დაუყოვნებლივ, რომ გადარჩეთ!” ამბობს ზუპა.

ჟურნალისტის მდგომარეობა განსაკუთრებით 4 დეკემბერს გაუარესდა და მაშინვე გადაიყვანეს კოვიდ-განყოფილებაში, კრიტიკული რესპირატორული სურათით. მისი მეუღლე იზოლაციაში დარჩა და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებდა.

ტრაგა კირიაკოს მიცოტაკის პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა.

onalem

ტესტ