fbpx
საბერძნეთი

ათენში მდებარე რესტორნის მფლობელი ვაქცინირებულების შიგნით შესვლას კრძალავს

სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა მთავრობის მიერ დაწესებულ აკრძალვებს კაფე-ბარებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში 15 ივლისიდან შედის. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნული დაწესებულებები გაიყოფა ორ კატეგორიად, ერთი ნაწილი მხოლოდ ვაქცინირებულებს მიიღებს, ხოლო მეორე ნაწილი როგორც ვაქცინირებულებს, ასევე აუცრელ პირებს.

პერისტერიში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი აცხადებს, რომ შიგნით ვაქცინირებული პირების შესვლას კრძალავს. როდესაც სხვა დაწესებულებები აუცრელებს უკეტავენ კარს, მან გადაწყვიტა, რომ პირიქით მოიქცეს და გამოაკრა განცხადება, რომელშიც წერს, რომ მის რესტორანში არ დაიშვება ადამიანი, რომელიც აცრილია კორონავირუსზე.

მამაკაცმა სცადა სოლიდარობა გამოეცხადებინა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ აცრა და ფიქრობს, რომ მათი უფლებები ერთგვარად ირღვევა.

მეორეს მხრივ, ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა დელტა შტამის გავრცელებას და მისი გადამდებიანობის მაჩვენებელს, რომელიც კრიტიკულად მაღალია. პროფესორთა თქმით, დახურულ სივრცეებში ეს შტამი ელვის სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს, ამიტომ მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა ზემოთ აღნიშნული ზომების მიღება.

onalem

ტესტ