fbpx
საბერძნეთი

განგაში საბერძნეთის კუნძულიდან მომავალ გემზე – კორონავირუსით ინფიცირებულები ბორტზე

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ იოსიდან რაფინასკენ მომავალ გემზე საგანგებო მდგომარეობა იყო შექმნილი. Super Express-ის გემის ბორტზე, რომელიც რაფინას პორტში 20:30 საათზე შევიდა, მინიმუმ 14 ინფიცირებული იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ ისინი არიან ახალგაზრდები, რომლებიც იოსზე ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა და დიდი ალბათობით, იქ დაინფიცირდნენ. ისინი, ვისაც ვირუსი გამოუვლინდა კუნძულზევე, გამომგზავრების უფლება არ მისცეს, ხოლო დანარჩენები, რომელთაც ტესტი ჩაუტარდათ რაფინაში დაბრუნების შემდეგ, სასწრაფოდ კარანტინში გადავიდნენ.

ბორტზე, მათ გარდა, კიდევ 70-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც ახლა სავარაუდო ინფიცირებულებად ითვლებიან.

კუნძულზე დარჩენილებიდან 12-ს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს, ცხადია, ისინიც იზოლაციაში არიან.

ΕΟΔΥ იმედოვნებს, რომ ეს არ არის დელტა შტამი, რადგან სულ რამდენიმე ხანში შესაძლოა მხოლოდ ამ ადამიანთაგან სხვა ასობით ინფიცირებული ვიხილოთ.

onalem

ტესტ