fbpx
საბერძნეთი

დღეიდან: კარანტინი თესალონიშკი, ლარისასა და როდოპში – რა წესები მოქმედებს?!

დღეს დილის 6 საათიდან თესალონიკი, ლარისა და როდოპი ოფიციალურად არიან გამოცხადებული “წითელ” ზონებად და წესდება ადგილობრივი კარანტინი. რას გულისხმობს ეს?!

აღნიშნულ ქალაქებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო საჭირო გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

კერძოდ, რა წესები მოქმედებს დღეიდან?!

იკეტება არქეოლოგიური ტერიტორიები, მუზეუმები, კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები (დასაშვებია მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობა-დელივერი), სასამართლოები, პროკურატურები, იკრძალება ცოცხალი წარმოდგენები, ნებისმიერი სახის გადაღებები, კონცერტები, კონფერენციები, გამოფენები. იკეტება კინოები, გასართობი ცენტრები, საბავშვო გასართობი დაწესებულებები, სავარჯიშო დარბაზები.

იმუშავებენ ტანსაცმელ-ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.

პირბადის ტარება სავალდებულოა აბსოლუტურად ყველგან, გადაადგილება კი სასურველია მოხდეს მხოლოდ აუცილებელი მიზეზებით (სამსახური, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვა საჭიროება). ხარდალიასმა განაცხადა, რომ მოსახლეობას არ ეკრძალება გარეთ გასვლა დღის მანძილზე, არამედ მხოლოდ 00:30 საათიდან 05:00 საათამდე.

თესალონიკში ფიქსირდება 1.955 ახალი შემთხვევა და გამოკვეთილია ინფიცირებულებთან კონტაქტში შესული 4.459 ადამიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ “მწვანე” ზონიდან “ყვითელ” ზონაში გადავიდნენ არკადია და მესინია, ხოლო “ყვითელი” ზონიდან “ფორთოხლისფერ” ზონაში გადავიდნენ პელა, დრამა, ევროსი, ქსანთი, კილკის, კავალა, პიერია, იმათია, ხალკიდიკი.

 

onalem

ტესტ