fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ადგილობრივი კარანტინი თესალონიკში, როდოპსა და ლარისაში!

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, თესალონიკი, როდოპი და ლარისა ოფიციალურად გადავიდნენ “წითელ” ზონაში, რაც ნიშნავს მინი-კარანტინის დაწესებას აღნიშნულ ქალაქებში.

კერძოდ, იკეტება არქეოლოგიური ტერიტორიები, მუზეუმები, კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები (დასაშვებია მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობა-დელივერი), სასამართლოები, პროკურატურები, იკრძალება ცოცხალი წარმოდგენები, ნებისმიერი სახის გადაღებები, კონცერტები, კონფერენციები, გამოფენები. იკეტება კინოები, გასართობი ცენტრები, საბავშვო გასართობი დაწესებულებები, სავარჯიშო დარბაზები.

იმუშავებენ ტანსაცმელ-ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.

პირბადის ტარება სავალდებულოა აბსოლუტურად ყველგან, გადაადგილება კი სასურველია მოხდეს მხოლოდ აუცილებელი მიზეზებით (სამსახური, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვა საჭიროება). ხარდალიასმა განაცხადა, რომ 2 ნოემბრამდე მოსახლეობას არ ეკრძალება გარეთ გასვლა დღის მანძილზე, არამედ მხოლოდ 00:30 საათიდან 05:00 საათამდე.

თესალონიკში ფიქსირდება 1.955 ახალი შემთხვევა და გამოკვეთილია ინფიცირებულებთან კონტაქტში შესული 4.459 ადამიანი.

 

 

onalem

ტესტ