fbpx
საბერძნეთი

ძლიერი წვიმა ხვალიდან საბერძნეთში – ფენომენი, რომელსაც თან ახლდება აფრიკული მტვერი

მეტეოროლოგი, კლეარხოს მარუსაკი ხვალიდან მოსალოდნელი მოვლენების შესახებ იუწყება. მისი პროგნოზის მიხედვით, ევროპის დასავლეთ ნაწილიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რასაც მოჰყვება ამინდის ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი გაუარესება. მოსალოდენლია უხვი ნალექი და ძლიერი ქარი.

ამას გარდა, ვინაიდან გაძლიერდება სამხრეთის ქარი, ეს ხელს შეუშლის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოვა დიდი რაოდენობის ნალექი, რასაც თან ახლდება აფრიკული მტვერი. მეტეოროლოგის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში – სწორედ ამ ტერიტორიებზეა მოსალოდნელი უხვი ნალექი, წვიმის სახით.

ძლიერმა ქარმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ატიკის რეგიონზეც ხვალ დილით და ხუთშაბათს ღამით, ხოლო თესალონიკში, მიუხედავად იმისა, რომ ქარი ძლიერი არ იქნება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

რაც შეეხება სადღესასწაულო პერიოდს, სინოპტიკოსთა პროგნოზით, შესაძლოა დაფიქსირდეს პერიოდული წვიმები, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად არ დაეცემა.

onalem

ტესტ