fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთი: ჯანდაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ ღორის გრიპზე აიცრათ, თუმცა…

საბერძნეთში ღორის გრიპით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება და ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღო. გავრცელებული ინფრმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინაცია, თუმცა, ამის პარალელურად უპრეცენდენტო რამ ხდება.

კერძოდ, საბერძნეთში ვაქცინაციისთვის თავად ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არსებობს. ადამიანები საავადმყოფოებში მიდიან, რომ ე.წ ღორის გრიპისგან თავი დაიცვან, თუმცა, ადგილზე მომსახურებას ვერ იღებენ.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სამინისტრომ 50.000-მდე ვაქცინა შეუკვეთა, რათა თებერვალში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს.

ქვეყანაში მხოლო სამი კვირის მანძილზე რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვები. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება კვიპროსზეც, სადაც ვირუსს ჩვილი ბავშვიც სიცოცხლეც ემსხვერპლა.

 

onalem

ტესტ