fbpx
საზოგადოება

კვიპროსის ხანძარში დამწვარი ემიგრანტების ოჯახებს 185.000 ევროდან 245.000 ევრომდე გადაეცემათ

როგორც უკვე ცნობილია, კვიპროსში ძლიერ ხანძარს ოთხი ემიგრანტის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც კუნძულოვან ქვეყანაში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ისინი მაშველებმა, ფაქტობრივად, დანახშირებულები იპოვეს.

ირკვევა, რომ კვიპროსის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარდაჭერა გამოუცხადონ დაღუპულთა ოჯახებს და გაუწიონ ფინანსური დახმარება.

კერძოდ, თითოეული ოჯახი მიიღებს 95.000 ევროს კომპენსაციის სახით, თუმცა, გარდა ამისა, ოთხიდან ორ ოჯახში, სადაც არიან ბავშვები, მიიღებენ დამატებით 30.000 ევროს, თითო ბავშვზე.

ეს ნიშნავს, რომ ორი ოჯახი მიიღებს 95.000 ევროს, მესამე 185.000 ევროს, ხოლო მეოთხე 245.000 ევროს.

დაღუპული ეგვიპტელები

 

 

onalem

ტესტ