fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ყალბი საბუთების “სამოთხედ” წოდებული საბერძნეთი

საბუთების გასაყალბებლად ნამდვილი “სამოთხე” – ასე ახასიათებს გერმანული გაზეთი Bild საბერძნეთს და ხაზს უსვამს, რომ ბერძნულმა პოლიციამ მხოლოდ 2017 წელს პასპორტების გამყალბებელი 5 მსხვილი დაჯგუფება დააკავა.

თუმცა, გაზეთში წერია, რომ მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი მსგავსი გზით გადაადგილებას მაინც ცდილობს. კერძოდ, 2017 წლის ბოლო მეოთხედში საბერძნეთის აეროპორტებში ყალბი საბუთების ქონის ფაქტზე 729 ლტოლვილი აიყვანეს.

ბერძნული პირადობის მოწმობა ან პასპორტი, თავის ავიაბილეთთან ერთად, 4, 000-დან 5, 000 ევრომდე ღირს. გამყალბებლები კლიენტებს ერთგვარ “გარანტიასაც” კი აძლევენ. Bild-ის ჟურნალისტმა ყალბი პასპორტის შეძენა საბერძნეთში თავადაც სცადა.

“გამყალბებელთა მოძებნა ძალიან მარტივია. მათ ნახავთ კიოსკებში, კაფეებში და ლტოლვილთა თავშესაფრებში. როდესაც მე მივედი და ვუთხარი, რომ გერმანელი ვიყავი და თურქეთსა და სირიაში გადასვლა მსურდა, მან მაშინვე მირჩია და დამარწმუნა, რომ ბულგარული პასპორტი ყველაზე მეტად გამომადგებოდა. მითხრა, რომ ნებისმიერი ქვეყნის პასპორტის დამზადება შეეძლო, კანადურისაც კი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ თანხებზე იყო დამოკიდებული,” აცხადებს ჟურნალისტი.

და მართლაც, მან ბულგარული პასპორტი, სახელით პეტარ ივანოვ თოდოროვი, რამდენიმე დღეში, 2, 000 ევროს სანაცვლოდ აიღო. ფასი იაფი იყო იმიტო, რომ ის არ იყო განსაზღვრული აეროპორტებში შესამოწმებლად. სწორედ ამიტომ გამყალბებელმა გერმანელი გააფრთხილა, რომ საჰაერო გზით არ ესარგებლა. სხვა შემთხვევებში კი, თუკი კლიენტს სურს, პასპორტმა აეროპორტში შემოწმებას “გაუძლოს”, 5, 000 ევრომდე მოუწევს გადახდა.

onalem

ტესტ