fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის ვალდებულება საბერძნეთში – როდის გახდება გადაწყვეტილებები ცნობილი?

როგორც მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ განაცხადა, მომდევნო კვირაში ცნობილი გახდება, თუ ვის დაეკისრება საბერძნეთში ვაქცინაციის ვალდებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართება სპეციალური ბრიფინგი.

ფაქტობრივად, 15 ივლისიდან გახდება ცნობილი ისიც, თუ როგორ იმუშავებენ დახურული სივრცეები.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ვაქცინაციის ვალდებულება დაუწესდებათ მათ, ვინც მუშაობს მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში და ასევე ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალს. ეს ყველაფერი მოსალოდნელია, რომ ძალაში შევიდეს აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან.

“კორონავირუსის მეოთხე ტალღა მხოლოდ დროის საკითხია საბერძნეთში. აგვისტოს შუა რიცხვებში გვექნება აფეთქება და სწორედ მანამდე უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაჩქარება და გააქტიურება. თუ ვერ მივაღწიეთ იმუნიტეტის კედელს, სკოლებში სექტემბრიდან სერიოზული პრობლემები გვექნება. საკითხავია, შესაძლებელი იქნება თუ არა მათი გახსნა. მეოთხე ტალღა ნიშნავს, რომ თითქმის ყველა დაინფიცირდება და იქნება ყველაზე დრამატული სიტუაცია. ამას იწვევს დეტლა შტამი.

ექსპერტთა საბჭოს არასოდეს გაუცია რეკომენდაცია, რომ გარეთ პირბადეები მოგვეხსნა. ჩვენ ვთქვით, რომ როცა ადამიანი სახლიდან გადის, უნდა ატარებდეს პირბადეს. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობა არსებობს,” აცხადებენ ექსპერტთა საბჭოს წევრები.

onalem

ტესტ