fbpx
საბერძნეთი

“ჩემს შეყვარებულს დავპირდი, რომ აღდგომას ცოლობას ვთხოვდი” – ბერძენი მამაკაცის გადაადგილების “მიზეზი”

როგორც უკვე ცნობილია, ათენის გასასვლელებთან პოლიცია აქტიურად მუშაობს, რათა უმიზეზო გადაადგილება თავიდან იქნეს არიდებული. ბერძნები უამრავ არარეალურ მიზეზს იგონებენ, რომ აღდგომას სოფლებში წასვლა შეძლონ.

ირკვევა, რომ ერთ-ერთი ასეთი იყო მამაკაცი, რომელმაც პოლიციის ოფიცრებს შემოწმებისას განუცხადა, რომ სოფელში იმ მიზნით მიდიოდა, რომ თავისი მეორე ნახევრისთვის ხელი ეთხოვა. ახლანდელი პერიოდი კი იმიტომ აირჩია, რომ გოგონასთვის მიცემული ჰქონდა პირობა, რომ ცოლობას სწორედ აღდგომას სთხოვდა.

რა თქმა უნდა, ოფიცრებმა ჯერ ბევრი იცინეს, ხოლო შემდეგ მამაკაცი უკან, ათენში მოაბრუნეს.

მეორე შემთხვევაში კი, ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ სოფელში სხვა ადამიანის დასახმარებლად მიდიოდა, მაგრამ როცა ოფიცრებმა საბარგული შეუმოწმეს იქ დიდი რაოდენობით ხორცი და სხვადასხვა პროდუქტი უპოვეს. რა თქმა უნდა, ამ მამაკაცსაც სახლში მობრუნება მოუწია, რადგან ცრუობდა.

პოლიცია ატარებს ჯვარედინ შემოწმებას, ამიტომ ნებისმიერი დასახელებული მიზეზი გამოკვლეულია სიღრმისეულად. შესაბამისად, მძღოლებს ტყუილის თქმისას, ათენის დატოვება არ შეუძლიათ.

onalem

ტესტ